მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ჩინეთში გვალვის გამო მდინარეებში წყლის დონე მნიშვნელოვნად შემცირდა

გვალვა ჩინეთში

გვალვის გამო ჩინეთის უდიდესი მდინარის, იანძის ერთ-ერთ შენაკადში მდინარე ძიალინში წყლის დონემ მნიშვნელოვნად დაიკლო. მოსახლეობა ამბობს, რომ მათ ბოლო დროს სახლებში წყალს ძალზე ხშირად უთიშავენ. ამის შესახებ Reuters იუწყება. 

ძიალინის ნაპირზე ხშირად შეიძლება მკვდარი თევზის ნახვა. ეს ჩინეთის ერთ-ერთი უდიდესი მდინარეა, რომელიც იანძისთან შეერთებამდე ჩინეთის სამ პროვინციაში გაედინება. მეცნიერები გვალვას კიდევ ერთი თვის განმავლობაში ელოდებიან, ანუ წყლის დონე კიდევ უფრო დაიწევს. 

ჩინეთში მოსავალს შემოდგომაზე იღებენ. გვალვა კი სექტემბრამდე გაგრძელდება. ადგილობრივი ხელისუფლება ყველა ღონეს იყენებს, რომ სოფლის მეურნეობას სარწყავი წყალი არ დააკლდეს. ასევე ცდილობენ ელექტროენერგიის ეკონომიას.

გვალვა ჩინეთში უკვე 2 თვეზე მეტია გრძელდება. იანძი, რომელიც ქვეყნის უდიდესი მდინარეა, წყალს ჩინეთის მოსახლეობის მესამედს აწვდის. ცხელი ამინდი წყნარი ოკეანიდან შემოსულმა ჰაერის ცხელმა მასებმა გამოიწვია.

იანძის აუზში შემავალ ტბაში დუნტინში ამჟამად წყლის დონე ნორმაზე 4,85 მეტრით დაბალი, რაც რეკორდული მაჩვენებელია ამ რეგიონზე დაკვირვების მთელი ისტორიის მანძილზე.

ცნობისთვის, ანალოგიური პრობლემა ევროპის ბევრ ქვეყანაში შეიქმნა. ძლიერი სიცხის და გვალვის გამო ესპანეთის, პორტუგალიის, საფრანგეთი გერმანიის და სხვა ქვეყნების სოფლის მეურნეობას სერიოზული პრობლემები შეექმნა. 

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

✔️ ერდოღანმა ლვოვში გამართულ შეხვედრაზე შესაძლოა, ზელენსკის პუტინთან შეხვედრა შესთავაზოს - მედია

✔️ სულ მცირე 26 დაღუპული და ათეულობით დაშავებული - ალჟირში ტყის ხანძრებს ებრძვიან

✔️ „საოკუპაციო ძალები მზად იყვნენ მოეკლათ ზელენსკი, თუ სიტუაცია ამას მოითხოვდა“ - Washington Post-მა უკრაინაში შეჭრამდე პუტინის საიდუმლო გეგმების დეტალები გამოაქვეყნა