მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ჩინეთში კაცს ფრინველის გრიპი H10N3 დაუდასტურდა

ჩინეთში კაცს ფრინველის გრიპი H10N3 დაუდასტურდა

ჩინეთის აღმოსავლეთ პროვინციაში, ჯიანგსუში, 41 წლის კაცს ფრინველის გრიპი H10N3 დაუდასტურდა, - ამის შესახებ როიტერი იუწყება.

ინფორმაციას ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომისია ადასტურებს.

მამაკაცი ქალაქ ჟენჯიანგის მცხოვრებია, ის 28 აპრილს საავადმყოფოში მოათავსეს და 28 მაისს დაუსვეს დიაგნოზი H10N3.

გამოცემის ცნობით, მამაკაცის კონტაქტები შეისწავლეს, თუმცა ვირუსი არც ერთ მათგანში არ გამოვლენილა და გავრცელების რისკი ძალიან დაბალია.

ამ დროისთვის, ამ ვირუსის ადამიანიდან ადამიანზე გადაცემის შემთხვევა არ დადასტურებულა.

გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის მონაცემებით, H10N3 გავრცელებული ვირუსი არ არის. ბოლო 40 წელში ვირუსის მხოლოდ 160 შემთხვევაა გამოვლენილი, უმეტესად გარეულ ფრინველებში