უცხოეთი

ჩინეთში ფრინველის გრიპით ინფიცირების შემთხვევები იზრდება - ექსპერტები

ჩინეთში ფრინველის გრიპით ინფიცირების შემთხვევები იზრდება
1635280325
დაკოპირებულია

„ჩინეთში ადამიანების ფრინველის გრიპით ინფიცირების ზრდა სწრაფად ცვალებადი ვარიანტების წარმოქმნის რისკებზე მიანიშნებს“, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ჯანდაცვის ექსპერტების განცხადებებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მიუხედავად იმისა, რომ შემთხვევების რაოდენობა 2017 წელთან შედარებით ბევრად დაბალია, დაინფიცირების ფაქტები შემაშფოთებელია, რადგან ვირუსს სულ მცირე ექვსი ადამიანი ემსხვერპლა.

ექსპერტები აცხადებენ, რომ მანამდე ცირკულირებადი შტამი შეიცვალა და ახალი შტამი შეიძლება ადამიანებისთვის უფრო მეტად გადამდები იყოს.

„წელს ჩინეთში ადამიანთა ინფიცირების შემთხვევების ზრდა შემაშფოთებელია. ეს არის ვირუსი, რომელიც მაღალი სიკვდილიანობით ხასიათდება", - აღნიშნა პროფესორმა როტერდამის ერასმუსის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის პროფესორმა ტიის კუიკენმა.

წელს ჩინეთმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ფრინველის გრიპის H7N9-ის ქვეტიპით 21 ადამიანის ინფიცირების შესახებ შეატყობინა, მაშინ როდესაც გასულ წელს ინფიცირების მხოლოდ ხუთი შემთხვევა დადასტურდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, შემთხვევების უმრავლესობა ფრინველთან კონტაქტის შემდეგ დადასტურდა და ადამიანიდან ადამიანზე გადაცემის შემთხვევები არ დადასტურებულა.

ფრინველის გრიპის ვირუსები მუდმივად ცირკულირებს შინაურ და გარეულ ფრინველებში, მაგრამ იშვიათად აინფიცირებს ადამიანებს.

H5N6 ინფექციების ყველაზე დიდი რაოდენობა დაფიქსირდა სამხრეთ-დასავლეთ სიჩუანის პროვინციაში, შემთხვევები, ასევე, დაფიქსირდა მეზობელ ჩონცინგსა და გუანქსიში, გუანდონგის, ანჰუის და ჰუნანის პროვინციებში.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი

„სააკაშვილი გლდანის ციხეში გადაყვანის კადრების გასაჯაროებას ითხოვს“ -...

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ეკა ხერხეულიძემ რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა. 
ევროკომისიის თავმჯდომარე ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკავშირი აპირებს, რომ უკრაინას 1.2 მილიარდი ევროს ფინანსური დახმარების პაკეტი შესთავაზოს, - ამის შესახებ Reuters-ი იუწყება. 
1643029419
გურჯაანში, კოლაგის ტყეში ბრმა ტყვიას კაცი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, სანადიროდ წასული ორი პირიდან ერთ-ერთმა თანასოფლელი შემთხვევით გასროლილი ტყვიით სასიკვდილოდ დაჭრა.
1643026412
დიდმა ბრიტანეთმა უკრაინიდან საელჩოს თანამშრომელთა ნაწილი გაიყვანა, ეს გადაწყვეტილება რუსული სამხედრო აგრესიის საფრთხის მატების პარალელურად იყო მიღებული. ინფორმაციას BBC ავრცელებს. 
1643024728
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა პრეზიდენტ ბაიდენს უკრაინაში რუსულ აგრესიაზე აშშ-ის შესაძლო პასუხის შესახებ აცნობა. ამის შესახებ NBC-ზე დაყრდნობით nv.ua იუწყება. 
1643030847
საერთაშორისო ურთიერთობათა დოქტორი

„ჩვეულებრივი პოლიტიკური ბრძოლა-თამაშია“ - შარაშენიძე „ნაციონალური მოძრ...

პროფესორი, ანალიტიკოსი თორნიკე შარაშენიძე „ნაციონალური მოძრაობის“ შეფასებებს გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც ხელისუფლება პრორუსულია, რადგან უკრაინა-რუსეთის საკითხზე მხარდამჭერი განცხადება არ გაუკეთებია.
შეცვალე სავალი ნაწილები უსასრულო გარანტიით - თეგეტას უპრეცედენტო შეთავ...
თუ სპეციალისტებს დავეკითხებით, მანქანის სავალი ნაწილის შემოწმება, აუცილებელ სერვისებს შორის ერთ-ერთი პირველია. არასწორი რელიეფი, ორმოები გზაზე და ბუნებრივი პირობები, განსაკუთრებით ყინვა, შეიძლება სავალი ნაწილის დაზიანების მიზეზი გახდეს. სავალი ნაწილების სრულ ასორტიმენტზე უსასრულო გარანტიას გთავაზობთ „თეგეტა მოტორსი“. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერი დაზიანების შემთხვევაში, „თეგეტა“ უსასყიდლოდ აღადგენს, ან აანაზღაურებს შესაბამისი პროდუქტის ღირებულების 100%-მდე თანხას.
თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან
თიბისი კაპიტალმა მთავარი ეკონომისტისგან განახლება გამოაქვეყნა. ინფიცირების ახალი შემთხვევები უპრეცედენტო მასშტაბით ზრდას განაგრძობს. ამასთან, ომიკრონის შედარებით ნაკლები სიმწვავე უკვე დადასტურებულ ფაქტად მოიაზრება. ამ მხრივ, ასევე არგუმენტია, ინფიცირების მაღალი შემთხვევების მიუხედავად, საერთაშორისო ბაზრებზე სასტუმროებისა და ავიაკომპანიების ფასების მაღალი ღირებულება.
1643022625
„ჩანაწერები, რომლებიც სამარცხვინო ტელევიზიამ მოამზადა, არის ფარულად ჩა...
საქართველოს ნომერ პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი ერთ-ერთი ტელევიზიის მიერ გავრცელებულ ჩანაწერებს ეხმაურება, სადაც იგი ყოფილ მეუღლეს ნეკა დოროყაშვილს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს.