მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ჩრდილოეთ კორეამ მოკლე რადიუსზე მოქმედი კიდევ ორი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა

ჩრდილოეთ კორეა

ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის მიმართულებით მცირე რადიუსზე მოქმედი კიდევ ორი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. 

აღნიშნული მას შემდეგ მოხდა, რაც რეგიონში აშშ-ის ავიამზიდი ხომალდი დაბრუნდა.

მედიის ცნობით, ბოლო 12 დღეში, ეს იაპონიის მიმართულებით გაშვებული უკვე მეექვსე რაკეტაა. ბოლო ორი თვის განმავლობაში აშშ, სამხრეთ კორეა და იაპონია ატარებენ კომბინირებული წვრთნების სერიას.

„ეს არის მეექვსე შემთხვევა ამ მოკლე პერიოდში, ამის მოთმინება შეუძლებელია“, - აღნიშნა იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ფუმიო კიშიდამ.

გარდა ამისა, აშშ-მა დაგმო გასულ კვირას ჩრდ კორეის მხრიდან რაკეტის გაშვება და მას  გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების დარღვევა უწოდა.