მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

COVID-19 ევროპაში: ფინეთი და დანია დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქებას იწყებენ

ევროპაში შეზღუდვების გაუქმება

ნიდერლანდების შემდეგ, ფინეთია და დანია კორონავირუსის გავრცელების გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქებას იწყებენ. ამის შესახებ Euronews-ი იტყობინება.  

ფინეთში ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ რთული ეპიდემიოლოგიური ვითარების მიუხედავად რეგულაციების შემსუბუქება თებერვლიდან დაიწყება. 

„კლინიკების დატვირთვა ამ ეტაპზეც მაღალია, თუმცა დაავადების ყველაზე სერიოზული ფორმები მცირდება და ინტენსიური თერაპიის მხრივ სიტუაცია უკეთესობისკენ არის მიმართული“, - აცხადებს ფინეთის ჯანდაცვის მინისტრი. 

უფრო კონკრეტულად კი, შეზღუდვების შემსუბუქება შეეხება რესტორნებს. რესტორნები 18:00 საათის ნაცვლად, 21:00 საათამდე იმუშავებენ. 

რაც შეეხება დანიას, დანიის ხელისუფლებამ დააანონსა, რომ დაწესებული შეზღუდვები 1-ელ თებერვალს მოიხსნება. შეზღუდვების შემსუბუქება, ფინეთის მსგავსად კვების ობიექტებს შეეხება.