მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„COVID პასპორტი“ ვაქცინირებულთათვის - შვედეთი მოგზაურთათვის ახალ დოკუმენტს ამატებს

მგზავრები აეროპორტში - Pia.ge

შვედეთის მთავრობამ გამოაცხადა, რომ აპირებს დაამტკიცოს ციფრული „COVID პასპორტი“ ვაქცინირებულთათვის, მაგრამ იმ პირობით, რომ ამ დროისთვის დოკუმენტის გამოყენება დარეგულირდება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

”როდესაც შვედეთი და მეზობელი ქვეყნები დაიწყებენ გახსნას, ვაქცინაციის სერთიფიკატები საჭირო იქნება მოგზაურობისას და შესაძლოა, საზოგადოებრივ ღონისძიებებზე დასწრების დროს”, - თქვა შვედეთის მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენელმა ანდერს იგემანმა.

დანია პასპორტის პირველი ვერსიის გამოცემას თებერვლის ბოლოს გეგმავს.