მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„დაძალებით სააკაშვილის კვების შემთხვევაში ეს მისი უფლებების დარღვევა იქნება“ - უკრაინელი ექსპერტი

ალექსანდრე ლავრინოვიჩი

„დაძალებით მიხეილ სააკაშვილის კვების შემთხვევაში ეს მისი უფლებების დარღვევა იქნება“. ამის შესახებ უკრაინელმა ექსპერტმა პოლიტიკურ საკითხებში ალექსანდრე ლავრინოვიჩმა  „უკრაინა-24“-ის ეთერში განაცხადა. 

მისი თქმით, არსებობს სააკაშვილთან დაკავშირებით არსებობს საკითხის იურიდიული და ჰუმანიტარული შეფასება.

„რაც შეეხება მორალურ-ჰუმანიტარულ ნაწილს, აქ საუბარია სააკაშვილის შიმშილობაზე, რომ ის ამით აპროტესტებს მის დაკავებას და პროტესტის ამ ფორმის უფლება აქვს ნებისმიერ ადამიანს. მე მიჭირს იმის თქმა, თუ როგორ უნდა გადაიჭრას ეს საკითხი“ - ამბობს ექსპერტი. „რაც შეეხება იურიდიულ მხარეს, აქ პრინციპში ყველაფერი ნათელია. არსებობს სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი ორ საკითხზე და სასამართლოს განაჩენის შეცვლა შეუძლებელია, ერთადერთი ვისაც შეუძლია სააკაშვილი შეიწყალოს, არის საქართველოს პრეზიდენტი, მაგრამ  მან უკვე განაცხადა, რომ ამას არასოდეს და არავითარ შემთხვევაში არ გააკეთებს“ - ამბობს ლავრინოვიჩი. 

წამყვანის შეკითხვაზე იქნება თუ არა სააკაშვილის დაძალებით კვება მისი უფლებების დარღვევა, ლავრინოვიჩმა უპასუხა, რომ „კი, იქნება“. 

 

აგრეთვე წაიკითხეთ:

სააკაშვილი აშშ-ს დახმარებისთვის მიმართავს

 აშშ სააკაშვილის საკითხზე დუმს, რადგანაც შიშობს, რომ თბილისი პრორუსულ პოზიციას დაიკავებს - Washington Examiner

⭕ „ექსპერტების დასკვნიდან ნათლად ჩანს, რომ სააკაშვილის გლდანის ციხეში ყოფნის ყოველი წუთი საფრთხის შემცველია“ - ადვოკატები

 „პრეზიდენტი ცდილობს დამოუკიდებლობა ითამაშოს“ - გია ხუხაშვილი

 სააკაშვილის მკურნალობის გაგრძელება დაუყოვნებლივ რეკომენდებულია დიდი გამოცდილების მქონე პოლიპროფილურ ჰოსპიტალში - ექიმების დასკვნა

„არ მჯერა, რომ ზურაბიშვილი დამოუკიდებელი მოთამაშეა“ - ზურაბ ჯაფარიძე

 „ლომჯარიასთვის მიხეილ სააკაშვილი ნესტან-დარეჯანია, რომელიც საიდანღაც უნდა გამოიხსნას“ - ირაკლი კობახიძე

 „მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა კრიტიკულია, მაგრამ სარეანიმაციო არ არის“ - ექსპერტთა გადაწყვეტილება