მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დაიღუპა 13 წლის მოზარდი და 72 წლის ქალი - ქარიშხალი და ძლიერი შტორმი კუნძულ კორსიკაზე

შტორმი და ქარიშხალი კუნძულ კორსიკაზე

კუნძულ კორსიკაზე ქარიშხლისა და ძლიერი შტორმის გამო 13 წლის მოზარდი და 72 წლის ქალი დაიღუპა. ამის შესახებ Le Figaro იტყობინება. 

ოფიციალური პირების თქმით, 13 წლის გოგონა გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც ხე მის ბუნგალოს დაეცა, ხოლო 72 წლის ქალი სანაპიროზე გარდაიცვალა, მის ავტომობილს ძლიერი ქარიშხლის შედეგად სახლიდან მოგლეჯილი სახურავის ნაწილი დაეცა. 

ამასთან, გარდა დაღუპულებისა, არიან დაშავებულებიც,  ფრანგული მედიის ინფორმაციით, მათი რიცხვი 10-მდე გაიზარდა. 

განადგურებულია ინფრასტრუქტურა, საცხოვრებელი სახლები, 35000 ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. 

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

🔴  16 დაღუპული, 18 დაკარგული და 6000-ზე მეტი დაზარალებული ადამიანი - ჩინეთში ერთდროულად წყალდიდობასა და უკიდურესად მაღალ ტემპერატურას ებრძვიან

🔴 აშშ-მა შესაძლოა, თურქეთის რუსეთთან ეკონომიკურად დაახლოების შემთხვევაში, დასავლურ კომპანიებს თურქეთის ბაზრის დატოვებისკენ მოუწოდოს

🔴 მიანმარი რუსული ენერგორესურსების იმპორტს გეგმავს

🔴  ერდოღანი ზელენსკისთან შესახვედრად უკრაინაში გაემგზავრა - თურქული მედია

🔴  დაღუპულთა რიცხვი 10-მდე გაიზარდა, მათ შორის არის ცნობილი სასულიერო პირი - აფეთქება ქაბულის მეჩეთში