მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„დასავლეთი დსთ-ში ახალი კონფლიქტების გაღვივების სცენარებზე მუშაობს“ - პუტინი

რუსეთის პრეზიდენტი

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ დასავლეთს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ტერიტორიაზე „ახალი კონფლიქტების გაღვივება სურს“. 

მისივე თქმით, რუსეთსა და უკრაინას შორის არსებული კონფლიქტი საბჭოთა კავშირის დაშლის შედეგია.

„ჩვენ ვიცით, რომ დასავლეთი დსთ-ს სივრცეში ახალი კონფლიქტების გასაღვივებლად სცენარებს ამუშავებს, მაგრამ მსგავსი კონფლიქტები უკვე საკმარისად გვაქვს.

საკმარისია, შევხედოთ რა ხდება ახლა რუსეთსა და უკრაინას შორის, რა ხდება დსთ-ს სხვა ქვეყნების საზღვრებზე. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი საბჭოთა კავშირის დაშლის შედეგია, ეს ყველაფერი ნათელია, დესტაბილიზაციის რისკები კი კვლავ იზრდება“, - განაცხადა პუტინმა. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ სააკაშვილი ლუკაშენკოს: თუ აფხაზეთს აღიარებ, ეს დასასრული იქნება

✔️ „უახლოესი 2-3 კვირის განმავლობაში საწვავის გაიაფებას 10-20 თეთრის ფარგლებში ვვარაუდობთ“ - ფხაკაძე

✔️ ლუკაშენკოს ვიზიტი აფხაზეთში აღმაშფოთებელია, ის პუტინის ლაქიაა - სვეტლანა ტიხანოვსკაია

✔️ ლუკაშენკოს ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლა არის კიდევ ერთი ნიშანი იმისა, რომ სირაქლემას პოზაში ყოფნა არ მუშაობს - ზურაბ ბატიაშვილი 

✔️ ლუკაშენკო პუტინმა გამოაგზავნა - პაატა ზაქარეიშვილი