მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„დასავლეთი პირდაპირ მხარს უჭერს გენოციდს“ - ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი დასავლეთს უკრაინაში გენოციდის მხარდაჭერაში ადანაშაულებს.

მისი თქმით, უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის სამშვიდობო გეგმის მხარდაჭერით დასავლეთი ყველაფერს რუსულს გაანადგურებს აღმოსავლეთ უკრაინასა და ყირიმში.

„დასკვნა ძალიან მარტივია - დასავლეთი პირდაპირ მხარს უჭერს გენოციდს“, - აღნიშნა ლავროვმა  აფრიკაში ვიზიტისას გამართულ პრესკონფერენციაზე.