უცხოეთი

დასავლეთი ცდილობს, გაეროს გენერალური მდივანი თავის თამაშებში ჩაითრიოს - სერგეი ლავროვი

რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრი
1658314384
დაკოპირებულია

დასავლეთი ცდილობს, გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში უკრაინულ მარცვლეულთან დაკავშირებით თავის თამაშებში ჩაითრიოს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.

„ჩვენ რამდენიმე თვეა განვმარტავთ, რომ დიახ, სასუქი თავისთავად არ ექვემდებარება სანქციებს, მაგრამ ტვირთის გემით გადაზიდვის საფასური, დაზღვევა, ჩვენი გემების მიმოსვლა, რომლებიც ამ ტვირთს ატარებენ უცხოურ პორტებში და უცხოური გემების ჩვენს პორტებში შემოსვლა ტვირთის შესაგროვებლად - ეს ყველაფერი მოექცა სანქციების პირველი ან მეორე პაკეტის ქვეშ. ამიტომ, როცა თვალებში გვატყუებენ და ამბობენ, რომ ეს ყველაფერი სიმართლეს არ შეესაბამება და ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული, ეს არაკეთილსინდისიერია. სამწუხაროდ, სცადეს და ჯერ კიდევ ცდილობენ, გაეროს გენერალური მდივანი თავიანთ თამაშებში ჩაითრიონ“, - აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔴 „რუსეთი ახლა ათამაშებს სცენარს, რომელსაც შეიძლება დავარქვათ „ანექსიის თამაში“ - ჯონ კირბი

🔴 პუტინი ფიქრობს, რომ გაიმარჯვებს, მას 3 მკაფიო გეგმა აქვს - NYT

🔴 „იქნება მშვიდობა ჩვენი პირობებით“ - დმიტრი მედვედევი

🔴 რუსეთმა სახმელეთო შეტევითი შესაძლებლობების 30%-ზე მეტი დაკარგა - ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების მეთაური

🔴 „უკრაინა კონტრშეტევისთვის ემზადება, ბრძოლა 21-ე საუკუნის დასავლურ შეიარაღებასა და საბჭოთა მე-20 საუკუნის შეიარაღებას შორის იწყება“ - ზურაბ ბატიაშვილი