მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დასავლეთის ქვეყნებში ბავშვებს ასწავლიან, რომ ქრისტე ბისექსუალი იყო - ლავროვი

ლავროვი დასავლეთის შესახებ

დასავლეთის ქვეყნებში ბავშვებს ასწავლიან, რომ იესო ქრისტე ბისექსუალი იყო. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გაზეთ „კომერსანტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. ინფორმაციას svoboda.org ავრცელებს.

ლავროვმა აშშ და ევროკავშირის ქვეყნები გააკრიტიკა. მას მიაჩნია, რომ ეს ქვეყნები საკუთარ ნებას სხვა სახელმწიფოებს თავს ახვევენ. ლავროვი ამბობს, რომ რუსეთი ტრადიციული ფასეულობების დამცველია.

სერგეი ლავროვს მიაჩნია, რომ მსოფლიოსთვის ლიბერალური დემოკრატიის ფასეულობების თავს მოხვევა უპერსპექტივო საქმეა.

„არასწორია იმაზე საუბარი, რომ ვიღაცის ფასეულობები სწორია, და ვიღაცის არასწორი. უნდა აღიარონ, რომ არის სხვა, დასავლური ფასეულობებისგან განსხვავებული ფასეულობები, ეს უნდა მიიღონ, როგორც რეალობა“ - განაცხადა სერგეი ლავროვმა.

„როდესაც შეგნებული პოლიტიკოსები ცდილობენ ბავშვები ლგბტ პროპაგანდას აარიდონ, ეს „განათლებულ ევროპაში“ სერიოზულ პროტესტებს აწყდება. მიმდინარეობს შეტევა მსოფლიოს წამყვან რელიგიებზე, პლანეტის საკვანძო ცივილიზაციების გენეტიკურ კოდზე“ - აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.

ლავროვი ამჟამად რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში კენჭს იყრის პარტიიდან „ედინაია როსია“. საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან მის წასვლაზე ჭორები უკვე რამდენიმე თვეა ვრცელდება.