უცხოეთი

„დასავლური სანქციები გლობალურ ეკონომიკას აიარაღებს“ - სი ძინპინი

სი ძინპინი, ჩინეთის პრეზიდენტი
1655973939
დაკოპირებულია

„დასავლური სანქციები გლობალურ ეკონომიკას აიარაღებს“, - ამის შესახებ ჩინეთის ლიდერმა სი ძინპინმა განაცხადა.

„წარსულის ტრაგედიები გვეუბნება, რომ ჰეგემონიას, ჯგუფურ პოლიტიკას და ბლოკურ დაპირისპირებას არ მოაქვს მშვიდობა ან უსაფრთხოება. ისინი მხოლოდ ომებსა და კონფლიქტებს იწვევს.

უკრაინის კრიზისი კიდევ ერთი გამოღვიძების ზარია მთელ მსოფლიოში. ის გვახსენებს, რომ ძალის პოზიციის ბრმა რწმენა, სამხედრო ალიანსების გაფართოების მცდელობები და სხვის ხარჯზე საკუთარი უსაფრთხოების ძიება, მხოლოდ უსაფრთხოების დილემაში აღმოჩნდება“, - აცხადებს ჩინეთის ლიდერი.