მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დელტა შტამი კვების ობიექტებს უტევს - CNN

ცარიელი რესტორანი აშშ-ში

აშშ-ში სარესტორნო ბიზნესის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ „დელტა“ შტამის გავრცელების გამო, მომხმარებელთა რაოდენობა აშკარად შემცირდა. ამის შესახებ გამოცემა CNN BUSINESS წერს.

გამოცემის თანახმად, გვიან გაზაფხულზე და ზაფხულის დასაწყისში, თითქოს სარესტორნო ბიზნესის ოპერატორებმა დაიწყეს სინათლის დანახვა გვირაბის ბოლოს. Covid 19–ის ვაქცინები გახდა ხელმისაწვდომი და უფრო მეტი ამერიკელი იკეთებდა ვაქცინას. შტატებმა და ქალაქებმა შეამსუბუქეს პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები, მათ შორის პირბადის გამოყენების რეგულაცია.

ხალხი უფრო მეტ ჯავშანს აკეთებდა და გაყიდვებიც მაღლა იწევდა. მაგრამ ეს მომენტი გავიდა. ახლა, როდესაც Covid 19–ის შემთხვევები კვლავ იზრდება „დელტა“ შტამის გავრცელების გამო, რესტორნებს აინტერესებთ, რა ელით წინ.

სექტორი, ჯერჯერობით, კვლავ კარგად გამოიყურება, მაგრამ ზრდა შენელდა. მონაცემთა ბიუროს თანახმად, გაყიდვები ბარებსა და რესტორნებში ივნისიდან ივლისამდე გაიზარდა 1.7%-ით გაიზარდა, თუმცა ეს ზრდა უფრო ნელია, ვიდრე მაისიდან ივნისამდე, როდესაც გაყიდვები 2.4%-ით გაიზარდა.

დეტროიტის ერთ-ერთი რესტორნის „ივის სამაზრეულოს“ დირექტორი ნეია მარშალი აცხადებს, რომ მან კორონავირუსის გავრცელებამდე სულ 6 თვით მოასწრო მუშაობა. რთული წლის შემდეგ კი, გაზაფხულზე ძლივს იგრძნო სიტუაციის გაუმჯობესება.

„ყველაფერი გაუმჯობესდა. ხალხი ბრუნდებოდა. ადგილობრივმა საზოგადოებამ ნამდვილად გაიგო ვინ ვართ ჩვენ. მაგრამ დაახლოებით ექვსი კვირის წინ, ყველაფერი შეიცვალა. ხალხს „დელტა“ შტამი ანერვიულებს. მომხმარებლები კვლავ ატარებენ პირბადეებს, თუმცა სრულად აცრილ ადამიანებს ეს არ მოეთხოვებათ მიჩიგანში. ზოგიერთმა მომხმარებელმა გვთხოვა სხვებისგან დისტანცირებული ყოფილიყო“, - აღნიშნა ნეა მარშალმა

მისი განმარტებით, „ივის სამზარეულოს“ გაყიდვები ბოლო პერიოდში 24%-ით შემცირდა.

რესტორნის დირექტორი შეშფოთებულია მორიგი „ლოკდაუნის“ საფრთხით და აცხადებს, რომ მისი ობიექტი კიდევ ერთხელ დახურვას ვერ გაუძლებს.

Golden Gate-ის რესტორნების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორისა და სან ფრანცისკოში Rose's Cafe and Terzo-ს რესტორნების მფლობელის განცხადებით, ნელ-ნელა იზრდება ისეთი მომხმარებლების რიცხვი, რომლებიც მაგიდებს ჯავშნიან, შემდეგ კი რესტორანში აღარ მიდიან ან ჯავშანს აუქმებენ.

მისი თქმით, ეს მაჩვენებელი ჩვეულებრივ 5%-დან 10%-მდე მერყეობს, თუმცა, მას შემდეგ, რაც პირბადის გამოყენების რეგულაცია კვლავ აღდგა, ეს რიცხვი 15%-დან 25%-მდე გაიზარდა.