მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დიდმა ბრიტანეთმა უკრაინიდან საელჩოს თანამშრომელთა ნაწილი გაიყვანა

უკრაინელი რეზერვისტი

დიდმა ბრიტანეთმა უკრაინიდან საელჩოს თანამშრომელთა ნაწილი გაიყვანა, ეს გადაწყვეტილება რუსული სამხედრო აგრესიის საფრთხის მატების პარალელურად იყო მიღებული. ინფორმაციას BBC ავრცელებს. 

ბრიტანელი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ საელჩოს თანამშრომლებს არანაირი მუქარა არ მიუღიათ, მაგრამ კიევში საელჩოს პერსონალის ნახევარი სამშობლოში დაბრუნდა. მანამდე კი აშშ-მა დიპლომატების ოჯახის წევრებს უკრაინიდან წასვლა უბრძანა, რადგანაც, ვაშინგტონის ცნობით, „ინტერვენცია შეიძლება ნებისმიერ მომენტში დაიწყოს“.

გარდა ამისა, აშშ-მა თავის მოქალაქეებს უკრაინასა და რუსეთში ჩასვლისგან თავშეკავებისკენ მოუწოდა, რადგანაც მათზე თავდასხმის პოტენციური რისკი არსებობს.

უკრაინულმა მხარემ აშშ-ის ამ გადაწყვეტილებას „ნაჩქარევი“ და „ზედმეტი სიფრთხილის გამოჩენა“ უწოდა.

მოსკოვი უკრაინაზე შეტევისთვის მზადებას უარყოფს. ნატოს ქვეყნების დაზვერვები უკრაინის საზღვართან 100 ათასზე მეტი რუსი სამხედრო კონცენტრაციის შესახებ იუწყება.

იხილეთ ასევე:

🔴  ლატვია თავის მოქალაქეებს უკრაინაში გამგზავრებისგან თავშეკავებას ურჩევს 

🔴  „ევროკავშირი მზადაა, რუსეთს „აქამდე არნახული“ სანქციები დაუწესოს“ - დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი

🔴  ბაიდენი აღმოსავლეთ ევროპაში ათასობით სამხედროს გაგზავნას განიხილავს