უცხოეთი

„დისკრიმინაციის, ცემის და აგრესიის ფაქტები დაფიქსირდა“ - რუსეთის საგარეო უწყების განცხადებით, საბერძნეთში რუსებისთვის დასვენება უსაფრთხო აღარ არის

რუსეთის საგარეო უწყება
1655974557
დაკოპირებულია

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ საბერძნეთი რუსეთის მოქალაქეების დასვენებისთვის უსაფრთხო ადგილი აღარ არის, რადგან მათ აღრიცხეს „რუსების მიმართ აგრესიისა და დისკრიმინაციის შემთხვევები“. 

როგორც ტასსთან ინტერვიუში რუსეთის საგარეო უწყების ევროპული დეპარტამენტის დირექტორმა იური ფილიპსონმა აღნიშნა, საბერძნეთში ანტირუსული რიტორიკაა. 

„ანტირუსული რიტორიკა გრძელდება. დაფიქსირებულია დისკრიმინაციის და აშკარა აგრესიის ფაქტები რუსების და რუსულენოვანი მოქალაქეების მიმართ“, - აცხადებს რუსი დიპლომატი. 

მისივე თქმით, ისეთი შემთხვევებიც იყო, როდესაც რუსებს ფიზიკურადაც გაუსწორდნენ. 

გარდა ამისა, ფილიპსონის თქმით, ბერძნული ბანკები „ეროვნული ნიშნის გამო ხშირად უბლოკავენ თანხებს რუსეთის მოქალაქეებს“. 

„მოვუწოდებთ ჩვენს მოქალაქეებს ინციდენტის შესახებ შეატყობინონ საბერძნეთის ხელისუფლებას, რათა დამნაშავეები პასუხისგებაში მისცეს. პერსონალის შემცირების გამო მკაცრად შეზღუდულია მუშაობა. გარდა ამისა, ჩვენი ოფიციალური მოთხოვნები ხშირად უპასუხოდ რჩება“, -  აღნიშნა ფილიპსონმა. 

შეგახსენებთ, რომ აპრილში საბერძნეთი იყო ევროკავშირის იმ ქვეყნებს შორის, რომლებმაც რუსი დიპლომატების გაძევების შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს. 

ამავე თემაზე: 

👉  საქართველომ ევროკავშირის უარი ნეგატიურად არ უნდა მიიღოს - ჯოზეფ ბორელი

👉  „არც ექვს თვეში და არც ექვს წელიწადში ევროკავშირის კანდიდატობა არ გვემუქრება“ - კახა გოგოლაშვილი

👉 „ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება, უკრაინასა და მოლდოვას მისცეს სტატუსი, რადგან ეს ქვეყნები შუაგული ევროპაა“ - რამაზ საყვარელიძე