უცხოეთი

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მას მომავალ კვირას დააკავებენ

აშშ-ს პრეზიდენტი 2020
1679152165
დაკოპირებულია

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მომავალ კვირას დააპატიმრებენ, -  ამის შესახებ განცხადება მან სოციალურ ქსელ Truth-ში გაავრცელა.

ტრამპი წერს, რომ სამშაბათს დააკავებენ. დონალდ ტრამპი მომხრეებს პროტესტისკენ მოუწოდებს. 

შესაძლო დაკავება კი ე.წ. სტორმი დენიელსის საქმეს უკავშირდება.

დენიელსი ამტკიცებს, რომ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა მას 130 ათასი აშშ დოლარი გადაუხადა, რათა მათი სექსუალური კავშირი საიდუმლოდ დაეტოვებინა.

დენიელსმა დონალდ ტრამპს და მის ადვოკატს მაიკლ კოენს სასამართლოში უჩივლა.

ტრამპის ცნობით, მისი დაკავების შესახებ ინფორმაციამ მანჰეტენის რაიონის პროკურორის ოფისიდან გაჟონა.