მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დონბასში საოკუპაციო ჯარების მიერ ცეცხლის გახსნას უკრაინელი სამხედრო ემსხვერპლა

შეიარაღებული კონფლიქტი დონბასში

აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის საოკუპაციო ჯარების მიერ ცეცხლის გახსნას უკრაინელი სამხედრო ემსხვერპლა.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 48 საათში დონბასში სეპარატისტებმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება 11-ჯერ დაარღვიეს.

მას შემდეგ, რაც რუსეთმა ყირიმის ანექსია მოახდინა, მოსკოვის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტები სამთავრობო ჯარებს დონბასის რეგიონში აქტიურად ებრძვიან.

შეიარაღებულ კონფლიქტს სულ მცირე 14 000 ადამიანი ემსხვერპლა.