მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ძლიერ წვიმას და მეწყერს სულ მცირე 4 ადამიანი ემსხვერპლა - სტიქია ირანში

ირანში წყალდიდობას 4 ადამიანი ემსხვერპლა

„ირანის დედაქალაქში ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეულ მეწყერს სულ მცირე 4 ადამიანი ემსხვერპლა ,“ - ამის შესახებ „ასოშიეთიდ პრესი“ იტყობინება. 

მედიასაშუალების ცნობით, გამთენიისას ძლიერმა წვიმამ წყალდიდობა გამოიწვია. მეწყერი თეირანის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში ჩამოწვა და ქალაქის წმინდა სალოცავი დააზიანა. 

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო ჯგუფები. სტიქიის შედეგად 9 ადამიანი დაშავდა. მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები. 

ოფიციალურმა პირებმა  თეირანის მთიანი რეგიონის მოსახლეობას მიმართეს და გააფრთხილეს, რომ ხუთშაბათსაც მოსალოდნელია ძლიერი წვიმა. 

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

👉 „მსხვერპლთა შორის ოჯახის 4 წევრი იყო“ - მეხის დაცემის შედეგად ინდოეთში 50-მდე ადამიანი დაიღუპა

👉 „უკრაინის კონტრშეტევა ხერსონში წარმატებულად მიმდინარეობს“ - ბრიტანეთის დაზვერვა

👉  „ვიპოვეთ ძალა და ვპატიობთ“ - ალაბამაში შვილები დედის მკვლელის სიკვდილით დასჯას ეწინააღმდეგებიან

👉  მოკლული ქალის შვილების წინააღმდეგობის მიუხედავად, მათი დედის მკვლელს ალაბამაში დღეს სიკვდილით დასჯიან

👉  პუტინს საქართველო-უკრაინასთან მიმართებით სტრატეგია არ აქვს, რუსეთი მკაფიოდ არ ამბობს რას ელის საქართველოსგან - ფილიპ ამონის ინტერვიუ