მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ექსპერტი ბაიდენთან დებატებზე ტრამპის უარის მიზეზებს განმარტავს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპიი

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის უარი პრეზიდენტობის კანდიდატთან ჯო ბაიდენთან ვირტუალურ დებატებზე, შესაძლოა, იყოს როგორც სტრატეგიული სვლა, ისე ტრამპის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამალვის მცდელობა. ამის შესახებ დასავლეთ მისურის უნივერსიტეტის პოლიტოლოგიის დოცენტი მელინდა კოვაჩი აცხაადებს.

„დებატების გადადებისგან ტრამპის შტაბი უფრო იხეირებს. თუ ტრამპი სერიოზულად ავადაა, ეს იქნება ამ ავადმყოფობის დამალვის საშუალება, ამასთანავე დებატებზე უარის თქმა შეიძლება სტრატეგიული სვლაც იყოს, თუმცა ამას შეიძლება უკუეფექტიც ჰქონდეს, რადგანაც ბაიდენის შტაბის წარმომადგენლები იტყვიან, რომ ტრამპი პირველ დებატებში დამარცხდა და მეორედ დამარცხება აღარ სურს“ - აცხადებს კოვაჩი.

ხუთშაბათს საპრეზიდენტო დებატების კომისიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დონალდ ტრამპის და ჯო ბაიდენის დებატები 15 ოქტომბერს ვირტუალურ ფორმატში გაიმართება. ტრამპმა ამ ფორმატზე უარი განაცხადა. მისმა შტაბმა მეორე და მესამე დებატების ერთი კვირით გადადება მოითხოვა. ამას უკვე დემოკრატები არ დათანხმდნენ, რომლებმაც განაცხადეს, რომ 22 ოქტომბრის დებატები ბოლო იქნება.

ექსპერტს მიაჩნია, რომ ტრამპის და ბაიდების შტაბები დებატების ჩაშლაში ერთმანეთს დაადანაშაულებენ და ამ სიტუაციიდან მაქსიმალური სარგებლის ნახვას შეეცდებიან.

შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპს რამდენიმე დღის წინ კორონავირუსი დაუდასტურდა და ის მეუღლესთან ერთად იზოლაციაში გადაიყავანეს. ხუთშაბათს ტრამპის ექიმმა განაცხადა, რომ კვირის ბოლომდე ის სამუშაოს დაუბრუნდება.