ბაქო-თბილისის რკინიგზას გლობალური მნიშვნელობა აქვს და მისი მნიშვნელობა დღითი დღე იზრდება. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა. ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ იუწყება.
ამის შესახებ ერდოღანმა ტრანსპორტის და კავშირგაბმულობის საბჭოს სხდომაზე განაცხადა.
ერდოღანის თქმით, ამ რკინიგზის დახმარებით შესაძლებელი გახდა შეუფერხებელი სარკინიგზო მიმოსვლა დასავლეთ ევროპასა და აზიას შორის.
ერდოღანის თქმით, თურქეთს სურს, რომ ამ პროექტებიდან ყველამ მიიღოს სარგებელი და ამისთვის ყველა არსებული რესურსის გამოყენება ხდება. .
რამდენიმე დღის წინ სტამბოლში ხელი მოეწერა ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის განვითარების შეხვედრის ოქმი, რომელსაც ხელი მოაწერეს საქართველოს, აზერბაიჯანის და თურქეთის წარმომადგენლებმა.
ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა რეგიონული მნიშვნელობის სარკინიგზო მაგისტრალია, რომელიც ერთმანეთს პირდაპირ აკავშირებს აზერბაიჯანს, საქართველოსა და თურქეთს. რკინიგზის სიგრძე სიგრძე 826 კმ-ს შეადგენს.