მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ერდოღანი რუსეთისგან საზენიტო რაკეტების, C400-ის მორიგი პარტიის შეძენას გეგმავს

თურქეთი რუსულ რაკეტებს ისევ შეიძენს

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი რუსეთისგან საზენიტო რაკეტების, С-400-ის მორიგი პარტიის შეძენას გეგმავს. ამის შესახებ dw.com იუწყება.

დამკვირვებლები ვარაუდობენ, რომ ამ ფაქტს თურქეთსა და აშშ-ს შორის კონფლიქტის გაღრმავება და ახალი ამერიკული სანქციები შეიძლება მოჰყვეს.

„მომავალში ვერავინ შეძლებს იმაში ჩარევას, თუ რა ტიპის თავდაცვით სისტემებს ვიძენთ, რა ქვეყნიდან და რა დონეზე“, - განაცხადა ერდოღანმა CBS-თვის მიცემულ ინტერვიუში.

ვაშინგტონში აცხადებენ, რომ С-400 ამერიკული ავიაგამანადგურებლებისთვის, F-35-თვის საფრთხეს წარმოადგენს. თურქეთი კი ამ ფაქტს იმით ხსნიან, რომ ნატოს ქვეყნებთან ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების შეძენაზე შეთანხმება ვერ შედგა.

2021 წლის აპრილში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა თურქეთის თავდაცვის მრეწველობის ხელმძღვანელების მიმართ სანქციები შემოიღო. ოთხ ოფიციალურ პირს აშშ-ში ჩასვლა აეკრძალა, ხოლო მათი ანგარიშები აშშ-ში დაყადაღდა.

თურქეთმა და რუსეთმა 2017 წელს 2,5 მლრდ დოლარის კონტრაქტს მოაწერეს ხელი. 2019 წელს საზენიტო დანადგარის, С-400 და შესაბამისი კომპონენტების მიწოდება დასრულდა. ამის შემდეგ ვაშინგტონმა თურქეთი უახლოესი F-35 ავიაგამანადგურებლების პროგრამის პარტნიორებიდან ამოაგდო და საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის, Patriot-ის შეძენის შეთანხმება გააუქმა.