მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ერდოღანმა ლვოვში გამართულ შეხვედრაზე შესაძლოა, ზელენსკის პუტინთან შეხვედრა შესთავაზოს - მედია

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი

მედიის ინფორმაციით,  თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ზელენსკის პუტინთან შეხვედრას შესთავაზებს.

ერდოღანი გეგმავს, ზელენსკის შესთავაზოს პუტინთან შეხვედრა თურქეთის დედაქალაქ ანკარაში, ასევე, სტამბოლის მოლაპარაკებების პროცესის განახლება და უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა.

მედიის ინფორმაციითვე, თურქეთის ლიდერი მზადაა სამხედრო ტყვეების გაცვლაშიც მიიღოს მონაწილეობა.

შეგახსენებთ, ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს ლვოვში, გაეროს გენერალურ მდივან ანტონიო გუტერეშს და თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება. 

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

✔️ სულ მცირე 26 დაღუპული და ათეულობით დაშავებული - ალჟირში ტყის ხანძრებს ებრძვიან

✔️ „საოკუპაციო ძალები მზად იყვნენ მოეკლათ ზელენსკი, თუ სიტუაცია ამას მოითხოვდა“ - Washington Post-მა უკრაინაში შეჭრამდე პუტინის საიდუმლო გეგმების დეტალები გამოაქვეყნა

✔️  „პუტინის მიზნები შეიცვალა“ - რუსი ოპოზიციონერი

✔️ „უნიპოლარული სამყაროს ეპოქა წარსულს ჩაბარდა“ - ვლადიმერ პუტინი