უცხოეთი

ერდოღანმა პუტინს ზელენსკისთან მოლაპარაკების გამართვა შესთავაზა

რეჯეფ თაიფ ერდოღანი
1659786287
დაკოპირებულია

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სოჭში გამართულ შეხვედრაზე რუს კოლეგას ვლადიმერ პუტინს თურქეთში უკრაინის პრეზიდენტთან ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრა შესთავაზა. ამის შესახებ „უნიანი“ გამოცემა Hurriyet-ზე დაყრდნობით იუწყება. 

ერდოღანის თქმით, აუცილებელია გეგმის რეალიზება და პოზიტიური ატმოსფეროს რეალურ ქმედებებში განხორციელება, რათა მხარეები სტამბოლის მოლაპარაკებებს დაუბრუნდნენ.

„ამ ომში გამარჯვებული არ იქნება. ურთულესი სიტუაციის მიუხედავად, დარწმუნებული ვარ, რომ კრიზისი საბოლოოდ მოლაპარაკების მაგიდასთან მოგვარდება. კიდევ ერთხელ ვუთხარი რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს, რომ ჩვენ შეგვიძლია მისი და ბატონი ზელენსკის შეხვედრის ორგანიზება. ჩვენ გავაგრძელებთ თანამშრომლობას რუსეთთან, როგორც შავი ზღვის რეგიონის ქვეყანასთან, რათა უზრუნველყოფილი იყოს რეგიონული და გლობალური მშვიდობა,“ - განაცხადა ერდოღანმა. 

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ კრემლი ერდოღანს უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკების დროს შუამავლად განიხილავს. ამასთანავე, მოსკოვი კიევთან მოლაპარაკების საკითხში დათმობებს არ აპირებს. 

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

✔️ უკრაინაში ომის ახალი ფაზა იწყება - ბრიტანული დაზვერვა

✔️ არახამია, იასკო, გონჩარენკო - ზელენსკიმ 225 დეპუტატს დიპლომატიური პასპორტები გაუუქმა

✔️ რუსეთი არ უქმნის საფრთხეს მსოფლიო წესრიგს, ნატოსგან განსხვავებით - დმიტრი პესკოვი

✔️ პუტინი ცოცხალია? ვინ ასრულებს დღეს პუტინის როლს - ეს აბსოლუტურად ღია კითხვაა - უკრაინის დაზვერვის ხელმძღვანელი