
სომხეთის დედაქალაქ ერევანში სასამართლო სხდომის დროს კინოპროდიუსერი არმენ გრიგორიანი გარდაიცვალა. ის ეროვნული ღირსების შეურაცხყოფაში იყო ბრალდებული. ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.
57 წლის გრიგორიანმა სხდომის დროს გონება დაკარგა. მანდატური სამსახური მისთვის დახმარების აღმოჩენას შეეცადა. შემდეგ მათ სასწრაფო გამოიძახეს, მაგრამ ადგილზე მისვლისას ექიმებმა პაციენტის გარდაცვალება დააფიქსირეს.
კინოპროდიუსერის გარდაცვალების მიზეზი უცნობია. გრიგორიანი სომხეთის უშიშროების ნაციონალურმა სამსახურმა მაისში დააკავა. მას შირაქის და არარატის ველის მოსახლეობის ეროვნული ღირსების შელახვაში ედებოდა ბრალი. სასამართლოს გრიგორიანისთვის აღკვეთის ღონისძიება უნდა განესაზღვრა.
აგრეთვე წაიკითხეთ:
🔴 დღეს თბილისში სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართება
🔴 „უკრაინას შეუძლია დაამარცხოს რუსეთი ერთ წელიწადში“ - აშშ-ის არმიის ყოფილი გენერალი
🔴 რუსეთის ელჩი უკრაინას გაჭიანურებული ომით დაემუქრა
🔴 „ომი წლების ან თვეების განმავლობაში გაგრძელდება“ - საომარი მოქმედებების დასრულების სამი სცენარი