მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ერთ დღეში ილონ მასკის ქონება 25 მილიარდით გაიზარდა

ილონ მასკი

Tesla-სა და SpaceX-ის დამფუძნებლის, ილონ მასკის ქონება დღეში 25 მილიარდი დოლარით გაიზარდა. აღნიშნულ ინფორმაციას  Bloomberg-ის მილიარდერების ინდექსის საიტი ავრცელებს.

Tesla-ს აქციების ფასის მატებას უკავშირდება ქონების ზრდა. მისი კაპიტალიზაცია 106,2 მილიარდი დოლარით გაიზარდა. ასეთი შედეგები Tesla-მ ჩინეთში გაყიდვების ფონზე აჩვენა.

მასკის ქონება $174 მილიარდს შეადგენს. რაც შეეხება, რეიტინგის პირველ ადგილს, კვლავ Amazon-ის დამფუძნებელი, ჯეფ ბეზოსი იკავებს, რომლის ქონებაც 180 მილიარდით არის შეფასებული.