მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ერთიანობა ჩვენი უდიდესი ძალაა“ - ჯო ბაიდენი

ბაიდენი ტრამპს უნდობლობას უცხადებს

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 11 სექტემბრის ტერაქტის დროს დაღუპულები გაიხსენა და ამერიკელებს ერთიანობისკენ მოუწოდა.

მისი თქმით, ერთიანობა აშშ -ის უდიდეს ძალად რჩება.

„2001 წლის 11 სექტემბრიდან 20 წლის შემდეგ ჩვენ გვახსოვს 2 977 დაღუპული და პატივს მივაგებთ მათ, ვინც საკუთარი სიცოცხლე დააყენა რისკის ქვეშ და ვინც გაწირა თავი. როგორც ჩვენ მომდევნო დღეებში ვნახეთ, ერთიანობა ჩვენი უდიდესი ძალაა. ეს არის ის, რაც გვაიძულებს ვიყოთ, ისინი ვინც ვართ და ამის შესახებ არ უნდა დავივიწყოთ“,- წერს ბაიდენი.

ცნობისთვის, ზუსტად 20 წლის წინ, 2001 წლის 11 სექტემბერს მთელი მსოფლიო შეძრა აშშ-ის ქალაქებში მომხდარმა ტერაქტმა: ტერორისტული დაჯგუფება „ალ-ქაიდას“ წევრებმა ხელში ჩაიგდეს სამგზავრო თვითმფრინავები და ამერიკის სხვადასხვა შტატში ტერორისტული აქტების სერია განახორციელეს, რომელსაც უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.