მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ეს არის იმპიჩმენტის ფალსიფიკაცია“ - ტრამპი კონგრესში მიმდინარე მოვლენებს აფასებს

ტრამპის პასუხი იმპიჩმენტზე

„იმპიჩმენტის ფალსიფიკაცია“ - ასე აფასებს აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი კონგრესში მის წინააღმდეგ აგორებულ კამპანიას, სადაც „დემოკრატიული პარტიის“ კონგრესმენებმა ტრამპის იმპიჩმენტის პროცედურა წამოიწყეს. ამის შესახებ  Reuters იუწყება. 

„კონსტიტუციის 25-ე შესწორება ჩემთვის ნულოვან საფრთხეს წარმოადგენს. ის რომ გამოყენებული იყოს, ამ სიტუაციას მომავალში ჯო ბაიდენის ადმინისტრაციასაც სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის. საკუთარ სურვილებთან ფრთხილად იყავით“ - განაცხადა ტრამპმა.

25-ე შესწორება ვიცე-პრეზიდენტის და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წევრთა თანხმობის შემთხვევაში თანამდებობიდან პრეზიდენტის გადაყენების უფლებას იძლევა.

"აშშ-ში აქამდე არარსებული „კუდიანებზე ნადირობა“ მიმდინარეობს. ის ტკივილს, საზოგადოების გახლეჩას, უთანხმოებას და სიძულვილს იწვევს. ეს ძალზე სახიფათოა ქვეყნისთვის" - აცხადებს ტრამპი.

ცნობისთვის, 13 იანვარს აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში მოქმედი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის საკითხზე კენჭისყრა გაიმართება.

იმპიჩმენტის პროცედურის ამოქმედების გადაწყვეტილება „დემოკრატიული პარტიის" წარმომადგენლებმა კაპიტოლიუმში 6 იანვარს მომხდარი მოვლენების შემდეგ მიიღეს.

იმ დღეს დონალდ ტრამპის მომხრეები კაპიტოლიუმში შეიჭრნენ და იქ მიმდინარე სხდომას ხელი შეუშალეს. პოლიციასთან დაპირისპირების დროს 5 ადამიანი დაიღუპა. აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და კონგრესის წევრებმა მომხდარზე პასუხისმგებლობა დონალდ ტრამპს დააკისრეს. ტრამპი ამ ბრალდებებს უარყოფს.

იხილეთ აგრეთვე:

🔰 ტრამპის იმპიჩმენტზე კენჭისყრა დღეს გაიმართება

🔰 YouTube-მა ტრამპის არხი დაბლოკა