მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ეს ხდება ყოველდღე, ყველას ემუქრება იგივე საფრთხე“ - პუერტო-რიკოს მახლობლად 5 მიგრანტი დაიხრჩო

5 მიგრანტი დაიხრჩო

პუერტო-რიკოს მახლობლად სულ მცირე 5 მიგრანტი დაიხრჩო, ხოლო სამაშველო ჯგუფებმა 66 ადამიანის გადარჩენა მოახერხეს. ამის შესახებ AP NEWS-ი წერს. 

„ფედერალური და ადგილობრივი ხელისუფლება ჯერ კიდევ ადგილზე იმყოფება და გადარჩენილებს ეძებს“, - განუცხადა აშშ-ს სანაპირო დაცვის სპიკერმა რიკარდო კასტროდადმა Associated Press-ს. 

მისივე თქმით, გემზე 41 მამაკაცი და 25 ქალი, მათ შორის ორი ბავშვი იმყოფებოდა. დაღუპულთა და გადარჩენილთა ასაკი და ეროვნება ამ ეტაპზე უცნობია. უცნობია ისიც თუ რამდენი ადამიანი იმყოფებოდა საერთო ჯამში გემზე. 

რამდენიმე დღის წინ სანაპიროზე ბაჰამის კუნძულების ხელისუფლებამ 17 მიგრანტის ცხედარი იპოვა. 

„ეს ხდება ყოველდღე, ყველას ემუქრება იგივე საფრთხე“, - აღნიშნა რიკარდო კასტროდადმა. 

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

👉 შეიარაღებულმა პირებმა ეკლესიას ცეცხლი წაუკიდეს - ჰაიტიში ბანდების ომი გრძელდება

👉 ისტორიაში პირველად კომპანია Meta-ს შემოსავლები შეუმცირდა

👉 „ტურისტებს აფრთხილებენ მოგზაურობისგან თავი შეიკავონ“ - მასშტაბური ხანძარი გერმანია-ჩეხეთის საზღვარზე

👉 „13 წლის გოგო 30 წლის კაცს მიათხოვა და შვებით ამოისუნთქა“ - „თალიბანი“ ბავშვებს იძულებით და ადრეულ ასაკში აქორწინებს - Amnesty International

👉 ჯანმოს ხელმძღვანელი „მაიმუნის ყვავილის“ გავრცელების გამო სექსპარტნიორების შემცირების რეკომენდაციით გამოდის