
ესპანეთის სამეფომ კორონავირუსის პანდემიის გამო საგანგებო მდგომარეობა კიდევ 15 დღით გაახანგრძლივა.
ამის შესახებ ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი ქვეყანაში 11 აპრილამდე გაგრძელდება.
"ვიცი, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე სწორი და ეფექტური გზა. მესმის და ვიცი, რომ არაკომფორტულია ადამიანებისთვის, მაგრამ ჩვენ ამ გზით უნდა ვებრძოლოთ ვირუსს,ჩვენ გავიმარჯვებთ", - განაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა.
ცნობისთვის, ესპანეთში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 28 ათასს გადააჭარბა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზავიამ კორონავირუსი პანდემიად გამოცხადა, ხოლო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ვირუსის გავრცელების დინამიკას საგანგაშო უწოდა.