
ესპანეთსა და პორტუგალიაში სიცხის გამო გარდაცვლილთა რაოდენობა 1000-ს გადასცდა. მეტეოროლოგები შიშობენ, რომ მაღალი ტემპერატურა კიდევ დიდი ხნის განმავლობაში შენარჩუნდება. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.
17 ივლისს მადრიდში ტემპერატურა +39 გრადუსს გადასცდა, ხოლო რეკორდი ესპანეთის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქ დონ ბენიტოში დაფიქსირდა, სადაც +43,3 გრადუსი იყო.
პორტუგალიაში კიდევ უფრო მაღალი ტემპერატურა +47 გრადუსი დაფიქსირდა - ამ ფაქტს ქალაქ პინიანეში ჰქონდა ადგილი.
მაღალი ტემპერატურის გამო საფრანგეთში, საბერძნეთში, პორტუგალიასა და ესპანეთში ხანძრები მძვინვარებს. ათასობით ტურისტი იძულებული იყო, რომ ეს ადგილები დაეტოვებინა.
მეტეოროლოგები ვარაუდობენ, რომ სიცხე დაახლოებით 20 დღის განმავლობაში შენარჩუნდება. 40 გრადუსამდე სიცხე გერმანიაშიც არის მოსალოდნელი.
მეცნიერები ექსტრემალურად მაღალ ტემპერატურას კლიმატის ცვლილებას უკავშირებენ და მომავალში გვალვის უფრო ხანგრძლივ პერიოდს ელოდებიან.
ასევე დაგაინტერესებთ:
👉 „მზად ვარ, ვესაუბრო პუტინს, წავალ იქ და გამოვიწვევ მას სასაუბროდ“ - ლიზ ტრასი
👉 უკრაინელებმა დონეცკისა და ბახმუტის მიმართულებით მტრის თავდასხმები მოიგერიეს - უკრაინის გენშტაბი
👉 „დენაციფიკაცია გაჩაღებულია“ - მარია ზახაროვა ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილებაზე