
ესპანეთის ზოგიერთ რეგიონში კომენდანტის საათი ბრუნდება. ასევე, ღამით ღონისძიებების ჩატარება აიკრძალება. ამის შესახებ „ევრონიუსი“ იუწყება.
ეს გადაწყვეტილება კორონავირუსის ინფექციის გავრცელების შესაჩერებლად არის მიღებული. ე.წ. ინდური, იგივე დელტა შტამი სწრაფად ვრცელდება და ამ ვარიანტით ახალგაზრდა ადამიანები ინფიცირდებიან.
ყველაზე სწრაფად ვირუსი კატალონიის და ვალენსიის რეგიონებში ვრცელდება. იქ 10-ზე მეტი ადამიანის შეკრება აიკრძალა, ასევე, შეზღუდვა შეეხო დახურული სივრცეების რესტორნებს და ბარებს.
ინფიცირების შემთხვევების ზრდის მიუხედავად, სიკვდილიანობის ზრდა არ შეინიშნება. ესპანეთში ამჟამად 21 მილიონი ადამიანია ვაქცინირებული, რაც მოსახლეობის 46%-ს შეადგენს. აქედან 600 000 ვაქცინირებული ადამიანი 30 წელზე ახალგაზრდაა.