მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ესპანეთში, შვედეთსა და შვეიცარიაში Covid 19-ის ახალი შტამი გამოვლინდა

კორონავირუსი პოლონეთში

Covid-19 ვირუსის ახალი ვარიანტი ევროპის რამდენიმე ქვეყანაში, ესპანეთში, შვედეთსა და შვეიცარიაში დადასტურდა. ინფორმაციას გამოცემა guardian-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, კორონავირუსის ახალი ვარიანტი იმ ადამიანებს დაუდასტურდა, რომლებსაც დიდ ბრიტანეთში მოგზაურობის ისტორია ჰქონდათ.

ჯანდაცვის ექსპერტთა ჯგუფი დიდ ბრიტანეთს მოუწოდებს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე „მეოთხე დონის“ შეზღუდვა გამოაცხადოს.

ექსპერტთაა ჯგუფის წევრები ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეებს მოუწოდებენ, რომ დიდ ბრიტანეთში მოგზაურობისგან თავი შეიკავონ.

აღსანიშნავია, რომ დიდმა ბრიტანეთმა პრემიერ-მინისტრის ბორის ჯონსონის გადაწყვეტილებით ქვეყანაში კოვიდინფექციის ახალი შტამის გამო დამატებითი რეგულაციები 19 დეკემბერს დააწესა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 👇

✔️ რა არის ცნობილი კორონავირუსის ახალი შტამის შესახებ?

✔️კორონავირუსის კიდევ ერთი შტამი ეკვადორში აღმოაჩინეს