მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ეუთო მოუწოდებს რუსეთს, რომ დონეცკის და ლუგანსკის „დამოუკიდებლობის“ აღიარება უკან გაიწვიოს

ეუთოს დროშები

ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ზბიგნევ რაუ, ეუთოს გენერალური მდივანი ჰელკგა შმიდტი და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალური მდივანი რობერტო მონტელა მოუწოდებენ რუსეთს, რომ დონბასის ოკუპირებული რეგიონების „დამოუკიდებლობის“ აღიარება უკან გაიწვიოს. ამის შესახებ „უნიანი“ იუწყება. 

„ეს გადაწყვეტილება არის საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური უფლებების დარღვევა და ის მინსკის შეთანხმებებს ეწინააღმდეგება“, - წერია განცხადებაში.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსეთმა, როგორც ეუთოს წევრმა ქვეყანამ, ვალდებულება აიღო პატივი სცეს სხვა ქვეყნების სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

ეუთოს ხელმძღვანელობის აზრით, ამ რეგიონების აღიარება რუსეთის მიერ დაძაბულობის ესკალაციას გამოიწვევს და გახლეჩს მოსახლეობას, რომელიც ამ რეგიონებში ცხოვრობს დანარჩენი უკრაინისგან.

ცნობისთვის, 21 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დონეცკის და ლუგანსკის „დამოუკიდებლობის“ აღიარებას ხელი მოაწერა. ამის შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის რეგულარული  შეიარაღებული ძალების ნაწილები შევიდნენ.

იხილეთ აგრეთვე:

🔴  რუსული აგრესიის შემთხვევაში აშშ ზელენსკის კიევის დატოვებას ურჩევს - NBC

🔴 „ომის დაწყების ახალი საბაბი“ - მსოფლიო ლიდერების რეაქცია პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის აღიარებაზე

🔴 რუსეთის არმიას უკვე მიღებული აქვს ბრძანება დონბასში შეჭრასთან დაკავშირებით - ექსპერტები

🔴 რუსეთი არ დაუშვებს ახალ ხოცვა-ჟლეტას დონბასში - გაეროში რუსეთის ელჩი

🔴 „ნატო-მ და აშშ-მა 2008 წლის გაკვეთილი ცუდად ისწავლეს“ - დიმიტრი მედვედევი

🔴 პუტინის მიერ დონეცკის და ლუგანსკის აღიარების ფაქტზე უკრაინაში სისხლის სამართლის საქმე აღიძრა

🔴 „ბოევიკებმა“ უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციები დაბომბეს, არის მსხვერპლი

🔴 გერმანიის, საფრანგეთისა და აშშ-ის ლიდერები აცხადებენ, რომ რუსეთის მიერ უკრაინის სეპარატისტული რეგიონების აღიარება უპასუხოდ არ დარჩება

🔴 რუსული სამხედრო ტექნიკა დონეცკის შემოგარენში შენიშნეს - „როიტერი“ (ვიდეო)