უცხოეთი

„ევროკავშირი მზადაა, რუსეთს „აქამდე არნახული“ სანქციები დაუწესოს“ - დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი

სანქციები რუსეთის წინააღდმეგ
1643019295
დაკოპირებულია

„უკრაინაზე თავდასხმის შემთხვევაში, ევროკავშირი მზადაა, რუსეთს „აქამდე არნახული“ ეკონომიკური სანქციები დაუწესოს“, - ამის შესახებ დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეპ კოფოდმა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის წინ განაცხადა

„ეჭვგარეშეა, რომ ჩვენ მზად ვართ, დავაწესოთ სანქციები, თუ რუსეთი კვლავ შეიჭრება უკრაინაში. რუსეთმა უნდა იცოდეს, პუტინმა უნდა იცოდეს, რომ ევროპაში საზღვრების შესაცვლელად პროვოკაციების და სამხედრო ძალების გამოყენების ფასი იქნება ძალიან, ძალიან დიდი. ჩვენ მზად ვართ, მივიღოთ აქამდე არნახული სანქციები“, - განაცხადა კოფოდმა. 

მოგვიანებით გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ევროპასა და შეერთებულ შტატებს მოუწოდა, ყურადღებით იფიქრონ სანქციების განხილვისას.

შეხვედრამდე მედიასთან კომენტარი ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრმაც გააკეთა. 

„ჩვენ აქ ვართ იმისათვის, რომ ყველაფერი გავაკეთოთ, რათა ომი არ დაიწყოს“, - განაცხადა ჟან ასელბორნმა.

ინფორმაციისთვის, რუსეთმა 2021 წლის ნოემბრიდან უკრაინის საზღვართან ათიათასობით სამხედროს მობილიზება მოახდინა.

დასავლეთის ქვეყნების დაზვერვა არ გამორიცხავს, რომ მოსკოვი უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიან აგრესიას ამზადებს.

2022 წლის 21 იანვარს ჟენევაში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის შეხვედრა გაიმართა. რუსეთი კვლავ მოითხოვს დასავლეთისგან ე.წ. „უსაფრთხოების გარანტიებს“, რომლის ძირითადი პუნქტი ნატოში ახალი წევრების მიღებაზე უარია. 

იხილეთ აგრეთვე:

🔴  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ უკრაინას თანადგომას უცხადებს

🔴  უკრაინა რუსეთისთვის მეორე ავღანეთი გახდება - ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

🔴  „რუსეთს შეუძლია ხარკოვის ოკუპაციაც სცადოს“ - ზელენსკი