ევროკომისიის თავმჯდომარე ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკავშირი აპირებს, რომ უკრაინას 1.2 მილიარდი ევროს ფინანსური დახმარების პაკეტი შესთავაზოს, - ამის შესახებ Reuters-ი იუწყება.
„კომისია უკრაინას ახალ გადაუდებელი ფინანსური დახმარების პაკეტს სთავაზობს, 1.2 მილიარდი ევროს ოდენობით“, - განაცხადა ლაიენმა.
მისივე თქმით, იგი იმედოვნებს, ევროპის საბჭო, ევროკავშირის ქვეყნების მთავრობები და ევროკავშირის კანონმდებლები მალევე დაამტკიცებენ სასწრაფო დახმარების პაკეტს და უკრაინას ფინანსური დახმარების პირველ ნაწილს - 600 მილიონი ევროს გაუგზავნიან.
თავად ევროკომისია წელს უკრაინისთვის განკუთვნილი გრანტების რაოდენობას 160 მილიონი ევროდან 280 მილიონამდე გაზრდის.
იხილეთ აგრეთვე:
🔴 უკრაინასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების გამო, გერმანელი ვიცეადმირალი გადადგა - BBC