მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ევროკავშირის პოზიციას გაზის შეწყვეტა ვერ შეცვლის“ - გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი

ანალენა ბაერბოკი

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბაერბოკი აცხადებს, რომ რუსეთის მიერ ევროპისთვის გაზის მიწოდების შემცირება ევროკავშირის ერთიან პოზიციას არ შეცვლის. 

მისივე თქმით, იგი გაზის დაზოგვისთვის მიმართულ მცდელობებს მიესალმება.  

„ჩვენ უნდა დავზოგოთ გაზი, იგი არ გვეყოფა, რადგან რესურსი მწირია, სამაგიეროდ, ჩვენ ერთად ვდგავართ და ჩვენს პოზიციას რუსეთის მიერ გაზის მიწოდების შემცირება ვერ შეცვლის, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი სიგნალი რუსეთის პრეზიდენტისთვის“, - განაცხადა ბაერბოკმა. 

ცნობისთვის, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა „ჩრდილოეთ ნაკადი 1“-ის მუშაობა 10-დღიანი გაჩერების შემდეგ განაახლა, ევროპა ისევ ენერგეტიკული კრიზისის წინაშე დგას.

ზამთრის მოახლოებასთან ერთად უამრავ ევროპულ ქვეყანას შესაძლოა, არაერთი პრობლემა შეექმნას.

ეს ყველაფერი იმიტომ ხდება, რომ რუსეთმა ევროპის ბუნებრივი აირით მომარაგება უკვე შეამცირა. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ევროპელები გააფრთხილა, რომ ეს რაოდენობა შესაძლოა, კვლავ შემცირდეს.

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

➖ პითონმა ბოამ თავისი პატრონი, ახალგაზრდა კაცი დაახრჩო - შემთხვევა პენსილვანიაში

➖ კოვიდინფიცირებული ჯო ბაიდენის ჯანმრთელობის შესახებ ექიმი განცხადებას აკეთებს

➖ „ვერ გადავრჩები“ - რუსი ოპოზიციონერი ლეონიდ გოზმანი დააკავეს

➖ შეიარაღებულმა პირმა ორი ადამიანი მოკლა, ლიკვიდირებულია თავდამსხმელიც - შემთხვევა კანადაში