
ევროკავშირის ოფიციალურ საიტზე რუსეთის იურიდიულ და ფიზიკურ პირთა ჩამონათვალი გამოქვეყნდა, რომელთა წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი ამოქმედდა. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება.
სიაში რუსეთის 57 მოქალაქე და სხვადასხვა სტრუქტურა მოხვდა. კერძოდ, სანქციები დაუწესდება მოსკოვის მერს სერგეი სობიანინს, რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატს ადამ დელიმხანოვს, მსახიობებს სერგეი ბეზრუკოვსა და ვლადიმერ მაშკოვს, ბაიკ-კლუბს „ღამის მგლები“!და მის ლიდერს ალექსანდრე ზალდასტანოვს, ასევე, კემეროვოს ოლქის გუბერნატორს სერგეი ცივილევს და სხვა პირებს.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ევროპულმა საბჭომ სანქციები დააწესა რუსეთის ოქროს წინააღმდეგ და გააფართოვა იმ საქონლის ჩამონათვალი, რომელიც შეიძლება გამოიყენებოდეს თავდაცვის მრეწველობაში.
აგრეთვე წაიკითხეთ:
👉 რუსეთი რამდენიმე წელიწადში დაშლას დაიწყებს, საქართველო ამ სცენარისთვის მზად უნდა იყოს - ბენ ჰოჯესი
👉 რუსებს ოკუპირებულ კუპიანსკში ჯარისკაცების ცხედრებისთვის მაცივრები არ ყოფნით
👉 „დონეცკსა და ლუგანსკს როცა საჭირო იქნება, ვაღიარებთ, დღეს ეს მნიშვნელოვანი არაა“ - ლუკაშენკო
👉 „უკრაინას დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება მხოლოდ სამხედრო გზით შეუძლია“ - პოდოლიაკი
👉 პუტინი ფიქრობს, რომ გაიმარჯვებს, მას 3 მკაფიო გეგმა აქვს - NYT