მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ევროკომისია ლგბტ პირებთან დაკავშირებით უნგრეთში მიღებული კანონის გამოძიებას ატარებს

ლგბტ კანონის გამოძიება

ევროპული კომისია უნგრეთის პარლამენტის მიერ ლგბტ პირებთან დაკავშირებით რამდენიმე დღის წინ მიღებული კანონის გამოძიებას ატარებს. ამის შესახებ Euronews იუწყება.

კანონის მიხედვით, 18 წლამდე ადამიანებისთვის ჰომოსექსუალობის, ამ სქესის შეცვლის შემცველი კონტენტის ჩვენება აკრძალულია.

კანონის ინიციატორი უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი და მისი პარტია „ფიდესი“ იყო.

კანონის ავტორთა აზრით, ის პედოფილიის წინააღმდეგ არის მიმართული. ის სექსუალურ ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულისთვის სასჯელის გამკაცრებას ითვალიწინებს. ასევე ამ დანაშაულისთვის ვადამდელ-პირობით გათავისუფლება მინიმუმამდე იქნება დაყვანილი. სკოლის მასწავლებლებს ჰომოსექსუალიზმის და ტრანსგენდერობის საკითხების განხილვა ეკრძალებათ. ასევე აკრძალულია მათი ჩვენება ფილმებში ან ტელევიზიით.

როგორც ევროპული კომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, ევროკავშირი ამ კანონს ზედმიწევნით შეისწავლის. კანონის მიღების შემდეგ უნგრეთში არასამთავრობო ორგანიზაციების საპროტესტო აქციები გაიმართა, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ ის გამოხატვის თავისუფლებას, ადამიანის ღირსებას და თანასწორობას არღვევს.