უცხოეთი

გაერთიანებულმა სამეფომ ჰოლოდომორი უკრაინელების გენოციდად აღიარა

უკრაინა
1685038739
დაკოპირებულია

ბრიტანული პარლამენტის დეპუტატებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი უკრაინაში 1930-იანი წლების „გოლოგომორის“ უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარებას. 

როგორც BBC წერს, გადაწყვეტილება არანაირი კონკრეტულ ნაბიჯებს არ მოიაზრებს და ის რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისთვის არის გამიზნული უკრაინაზე თავდასხმის კონტექსტში. 

„კენჭისყრის შედეგად ჰოლოდომორის გენოციდად აღიარებით, ჩვენ მკაფიო გზავნილს გავუგზავნით პუტინს და მთელ მსოფლიოს, რომ ბრიტანეთის პარლამენტი მხარს უჭერს უკრაინას და რომ ჩვენ არ მოვითმენთ სამხედრო დანაშაულებს, არც წარსულში და არც აწმყოში. სსრკ-მ მილიონობით უკრაინელი გაანადგურა შიმშილით და იძულებით გადაასახლა, რაც უკრაინის დღევანდელ მოვლენებს მოგვაგონებს. სტალინს 30-იან წლებში, ისევე როგორც დღეს პუტინს, უკრაინელი ხალხის განადგურება სურდა“, - აღნიშნა გადაწყვეტილების ინიციატორმა კონსერვატიული პარტიიდან, პოლინ ლეტხემმა.