
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ და საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა სატელეფონო საუბარი გამართეს.
პრეზიდენტებმა ომის დასრულებისკენ მიმართული დიპლომატიური ნაბიჯები განიხილეს.
„მადლობას გადავუხადე [მაკრონს] მსუბუქი ტანკებისა და საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებისთვის. განვიხილეთ დიპლომატიური ნაბიჯები ომის დასრულების მიზნით. მე ხაზგასმით აღვნიშნე, რომ რუსეთიდან სპორტსმენებისთვის 2024 წლის პარიზის ოლიმპიადაზე ადგილი არ არის“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
აგრეთვე წაიკითხეთ:
✔️ პოლონეთმა გერმანიას ოფიციალურად სთხოვა „ლეოპარდის“ ტანკების უკრაინისთვის გადაცემის ნებართვა
✔️ უკრაინელებმა რუსული სუ-25 გაანადგურეს
✔️ ბაიდენის ადმინისტრაციამ უკრაინას, შესაძლოა, „აბრამსის“ ტიპის ტანკები გადასცეს - WSJ
✔️ გერმანიამ უკრაინაში „ლეოპარდების“გაგზავნის გადაწყვეტილება მიიღო - Spiegel