მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გაზის კრიზისის ფონზე ჩეხეთმა თავისი საწყობები 80%-ით შეავსო - პეტრ ფიალა

ჩეხეთის ახალი პრემიერი

ჩეხეთის პრემიერ-მინისტრ პეტრ ფიალას განცხადებით, გაზის კრიზისის ფონზე ჩეხეთში ბუნებრივი აირის საწყობები რეკორდული მაჩვენებლით, 80%-მდე შეივსო. აღნიშნულის შესახებ მან ტვიტერზე დაწერა.

ფიალა ამბობს, რომ ჩეხეთი ამ კუთხით ყველა დროის მაქსიმუმზეა. 

„ჩვენ ყველა დროის მაქსიმუმზე ვართ. ვმუშაობთ, რათა მაქსიმალურად მოვემზადოთ ზამთრისთვის“, - აცხადებს ჩეხეთის მთავრობის მეთაური. 

აღსანიშნავია, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე ჩეხეთი თითქმის მთლიანად იყო დამოკიდებული რუსულ ბუნებრივ აირზე. 

რუსულმა გაზის გიგანტმა „გაზპრომმა“ განაცხადა, რომ Nord Stream-1-ის გაზსადენის კიდევ ერთ ტურბინას სარემონტო სამუშაოების გამო შეაჩერებს. ამრიგად, გაზის მიწოდება შემცირდება 33 მილიონ კუბურ მეტრამდე დღეში. 

ევროკავშირი რუსეთის მიერ გაზის მიწოდების შემცირებას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს. 

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

➖  რომის პაპის ისტორიული ბოდიში - პაპი ფრანცისკე პატიებას სთხოვს ყველას, ვისაც კათოლიკური ეკლესიის სისტემა ძალადობრივად შეეხო

➖ პითონმა ბოამ თავისი პატრონი, ახალგაზრდა კაცი დაახრჩო - შემთხვევა პენსილვანიაში

➖ კოვიდინფიცირებული ჯო ბაიდენის ჯანმრთელობის შესახებ ექიმი განცხადებას აკეთებს

➖ „ვერ გადავრჩები“ - რუსი ოპოზიციონერი ლეონიდ გოზმანი დააკავეს

➖ შეიარაღებულმა პირმა ორი ადამიანი მოკლა, ლიკვიდირებულია თავდამსხმელიც - შემთხვევა კანადაში