მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„გაზპრომი“ ევროპას მაქსიმალური რაოდენობის გაზს აწვდის“ - პესკოვი

პუტინის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი

კრემლის სპიკერი დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ ევროპისთვის გაზის მიწოდების შემცირება რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებთან არის დაკავშირებული.

მისივე თქმით, სანქციების გამო, „გაზპრომი“ გარკვეული ტექნიკური სამუშაოების ჩატარებას ვერ ახერხებს. 

„გაზპრომი, რომელიც არის მიმწოდებელი, აწვდის იმდენს, რაც საჭიროა და რაც შეიძლება მეტს. ჩვენ ვიცით, რომ ახლა ამოტუმბვის ტექნიკური შესაძლებლობები შემცირდა, ისინი შემცირდა უკიდურესად იმ შეზღუდვებისა და სანქციების გამო, რომლებიც ევროკავშირმა შემოიღო. ეს სანქციები არ იძლევა საშუალებას, დროულად შესრულდეს ტექნიკური სამუშაოები, შეიცვალოს სათადარიგო ნაწილები, ჩატარდეს ძირითადი რემონტი და სხვა რუტინული სამუშაოები სატუმბი აღჭურვილობისთვის“, - განაცხადა პესკოვმა.

ცნობისთვის ივნისში „გაზპრომმა“ ევროპისთვის გაზის მიწოდება 40%-მდე შეაჩერა, რადგან კანადიდან კომპანია Siemens Energy მილსადენისთვის საჭირო ტურბინას არ უბრუნებდა.

უკრაინა კანადას მოუწოდებდა, რომ მილსადენის შეკეთებული ნაწილი არ დაებრუნებინა, რადგან ეს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს ეწინააღმდეგება.

საბოლოოდ, გერმანიის მოთხოვნით, კანადამ გადაწყვიტა, რომ ტურბინა დაებრუნებინა, თუმცა რუსეთს იგი ჯერ არ მიუღია.

ტურბინის არ ქონის გამო, რუსეთმა „ჩრდილოეთ ნაკადი 1“-ის მუშაობა 10 დღით შეაჩერა. მიუხედავად იმისა, რომ მოგვიანებით მისი მუშაობა განახლდა, ევროპა ისევ ენერგეტიკული კრიზისის წინაშე დგას.

ზამთრის მოახლოებასთან ერთად უამრავ ევროპულ ქვეყანას შესაძლოა, არაერთი პრობლემა შეექმნას.

ეს ყველაფერი იმიტომ ხდება, რომ რუსეთმა ევროპის ბუნებრივი აირით მომარაგება უკვე შეამცირა. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ევროპელები გააფრთხილა, რომ ეს რაოდენობა შესაძლოა, კვლავ შემცირდეს.

26 ივნისს ევროკავშირის ქვეყნების ენერგეტიკის მინისტრებმა ზამთარში გაზის მოხმარების ნებაყოფლობითი შემცირების თაობაზე პოლიტიკურ შეთანხმებას მიაღწიეს.

ამავე თემაზე:

🔴 „გაზპრომის გამოყენებით მოსკოვი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ეს ზამთარი ევროპის ქვეყნებისთვის ყველაზე მკაცრი იყოს“ - ვოლოდიმირ ზელენსკი

🔴 „ევროკავშირის პოზიციას გაზის შეწყვეტა ვერ შეცვლის“ - გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი

🔴 ევროკავშირის ქვეყნები გაზის მოხმარების შემცირებაზე შეთანხმდნენ, წინააღმდეგი მხოლოდ უნგრეთი იყო - Eurointegration

🔴 შეუძლია თუ არა ევროპას რუსული გაზის გარეშე მომავალ ზამთართან გამკლავება?