უცხოეთი

„გაზპრომმა“ ევროპაში გაზის მიწოდების საკითხში ფორსმაჟორული სიტუაცია გამოაცხადა

გაზპრომის მილები
1658157510
დაკოპირებულია

რუსეთის გაზის უმსხვილესმა მიმწოდებელმა, კომპანია „გაზპრომმა“ ფორსმაჟორული სიტუაციის შესახებ განცხადება გაავრცელა, რომელიც ევროპაში გაზის მიწოდებას აფერხებს. ამის შესახებ Reuters იუწყება. 

როგორც კომპანიის განცხადებაშია აღნიშნული, „გაზპრომმა“ საკუთარი ვალდებულებების „განსაკუთრებული გარემოებების“ გამო ვერ შეასრულა, რომელიც მასზე დამოკიდებული არ არის.

შესაბამისი წერილი „გაზპრომმა“ გაავრცელა, რომელიც Reuters-ის განკარგულებაში აღმოჩნდა.  წერილში აღნიშნულია, რომ ფორსმაჟორული სიტუაცია 14 ივლისიდან იმოქმედებს.

კომპანიის ეს განცხადება, სავარაუდოდ, მილსადენს „ჩრდილოეთ ნაკადი 1“-ს შეეხება, რომლითაც ბუნებრივი აირი გერმანიას მიეწოდებოდა. „გაზპრომმა“ ევროპისთვის გაზის მიწოდება უკვე შეამცირა. წლის ბოლომდე კი ევროპული ქვეყნები რუსულ გაზზე მთლიანად უარის თქმას აპირებენ.

ეკონომისტები ვარაუდობენ, რომ ევროპაში რუსული ბუნებრივი აირის მიწოდების შეწყვეტის შემთხვევაში იქ ზოგიერთი საწარმო დაიხურება.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 რუსებმა საკუთარი გამანადგურებელი თვითმფრინავი სუ-34 ჩამოაგდეს - უკრაინული მედია

👉 „უკრაინელები ზაფხულის ბოლომდე რამდენიმე მიმართულებით კონტრშეტევას დაიწყებენ, უნდა ველოდოთ ცვლილებას სამხედრო დაპირისპირებაში“ - სამხედრო ექსპერტი

👉 „ელემენტარული მანერების არარსებობის გამო ძველი სასახლე გაფუჭებულ პაბად გადააქცია“ - მარია ზახაროვამ ლიზ ტრასს „გაუნათლებელი ქალი“ უწოდა

👉 „მზად ვარ, ვესაუბრო პუტინს, წავალ იქ და გამოვიწვევ მას სასაუბროდ“ - ლიზ ტრასი

👉 „ეს შეიძლება იყოს პირველი ნაბიჯი უფრო დიდი ნაბიჯისკენ - ეკატერინეს დანიშვნა პარტიის „ერთიანი რუსეთის“ ხელმძღვანელის პოსტზე“ - პუტინის ქალიშვილი ახალ თანამდებობაზე დაინიშნა