მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გენერლები პუტინს ევედრებიან, დიდი შეტევა არ წამოიწყოს - არესტოვიჩი

ალექსეი არესტოვიჩი

„გენერლები უკვე ევედრებიან პუტინს, არ წამოიწყოს დიდი შეტევა უკრაინის წინააღმდეგ“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ყოფილმა მრჩეველმა, სამხედრო დამკვირვებელმა ოლექსი არესტოვიჩმა Feigin Live-ის ეთერში განაცხადა.

არესტოვიჩის თქმით, რუსი გენერლები უკრაინაში ახალი შეტევის შესახებ საუბრობენ და მათ მოლოდინი აქვთ, რომ  იარაღის ნაკლებობის გამო ისინი დამარცხდებიან. 

„ახლა კრემლში, სამხედროების მონაწილეობით, „რამშტაინში“ გამოცხადებული გადაწყვეტილებების შემდეგ ასეთი განხილვები მიმდინარეობს - „რა ჯანდაბაა საერთოდ თავდასხმა? უმჯობესი იქნება, წინააღმდეგობა გავუწიოთ“. ცხადია, რომ პოლიტიკური ხელმძღვანელობა დაჟინებით მოითხოვს შეტევაზე“, - თქვა არესტოვიჩმა.

მან აღნიშნა, რომ შეტევითი ომის რუსული სტრატეგია, რომელიც ნასესხებია საბჭოთა სამხედრო სკოლიდან, ეფუძნება ორი ძირითადი ტიპის იარაღის - არტილერიისა და ტანკების მასიურ გამოყენებას, თუმცა ამ კუთხით რუსეთს ახლა დიდი პრობლემები აქვს.

ასევე დაგაინტერესებთ: 

➖  რუსეთის მოქალაქეებად არ მივიჩნევ - კადიროვი ისლამის მოწინააღმდეგე რუსებზე

➖  შოლცის განცხადებით, რუსეთსა და ნატოს შორის ომი დაუშვებელია

➖ მოსკოვში კაცმა შვილი და ყოფილი ცოლი მოკლა

➖ ირანში მიწისძვრის შედეგად სულ მცირე 3 ადამიანი დაიღუპა და 800-ზე მეტი დაშავდა

➖ დამპყრობლების მიერ განადგურებული მარიუპოლის აღდგენას სავარაუდოდ, 8 წელი დასჭირდება - უკრაინული მხარე

➖ ავტობუსი ხევში გადავარდა და ცეცხლი გაუჩნდა - პაკისტანში ავარიას სულ მცირე 41 ადამიანი ემსხვერპლა