მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გერმანელი პენსიონერი სახლში ტანკს მალავდა

სახლში „ლეოპარდს

გერმანელ პენსიონერს 14-თვიანი პირობითი სასჯელი მიესაჯა მას შემდეგ, რაც სასამართლომ ის იარაღის უკანონო შენახვაში დამნაშავედ ცნო. 84 წლის პენსიონერი სახლში იარაღის არსენალს მათ შორის, მე-2 მსოფლიო ომის დროინდელ ტანკს „ლეოპარდს“ ინახავდა. ამის შესახებ BBC იუწყება.

ასევე, მას 250 ათასი ევროს ჯარიმის გადახდა მოუწევს. სასამართლომ დაადგინა, რომ განსასჯელმა, რომლის ვინაობა არ სახელდება, მომდევნო 2 წლის განმავლობაში ტანკი და საზენიტო ქვემეხი მუზეუმს უნდა მიყიდოს ან აჩუქოს.

ადვოკატის განცხადებით, „პანტერის“ შეძენით აშშ-ის მუზეუმია დაინტერესებული. ამერიკელი ისტორიკოსების უმეტესობა აცხადებს, რომ ეს მეორე მსოფლიო ომის ყველაზე ეფექტიანი გერმანული ტანკი იყო.

ტანკს, ქვემეხს და იარაღის არსენალს გერმანელი პენსიონერი ქალაქ ჰაიკენდორფში ინახავდა.