მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გერმანია უკრაინას ტანკებს არ მიაწვდის, მაგრამ სხვებს არ ეწინააღმდეგება - გერმანიის თავდაცვის მინისტრი

 Leopard-2

რამშტაინში უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდების საკითხზე დღეს გამართულ მე-8 შეხვედრაზე გერმანულ ტანკებთან დაკავშირებით შეთანხმება არ შედგა. ამის შესახებ „უკრინფორმი“ იუწყება. 

„როგორც გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა განაცხადა, არსებობს არგუმენტები ტანკების მიწოდების მხარდასაჭერად და ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგ, ჩვენ პარტნიორებს ხელს არ შევუშლით, თუ ამ ტექნიკის მიწოდების გადაწყვეტილებას მიიღებენ“ - განაცხადა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა. 

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინას ტანკებს დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, პოლონეთი და სხვა ქვეყნები მიაწვდიან. არც შეეხება გერმანიას, იქ ამ საკითხზე მწვავე დებატები მიმდინარეობს. 

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 კონფლიქტი აღმავალი ტემპით ვითარდება, ვხედავთ ნატოს ქვეყნების არაპირდაპირ და პირდაპირ ჩართულობას - პუტინის პრესმდივანი

👉 საჰაერო განგაში გამოცხადდა მთელ უკრაინაში: ბელორუსიაში გამანადგურებელი MiG 31 აფრინდა

👉 რუსეთს აქვს სერიოზული საბრძოლო დანაკარგები და საბრძოლო მასალა ეწურება - პენტაგონის ხელმძღვანელი

👉 🎥 მოსკოვში, პუტინის რეზიდენციასთან საჰაერო თავდაცვა დამონტაჟდა - მედია

👉 ფინეთმა გამოაცხადა უკრაინის დახმარების უდიდესი პაკეტი, რომელიც მძიმე შეიარაღებას მოიცავს