მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გერმანიამ რუსული ნავთობის ამერიკულით ჩანაცვლება დაიწყო

ნავთობის ჭაბურღილი

გერმანიამ და ევროპის სხვა ქვეყნებმა დაიწყეს რუსული ნავთობის ჩანაცვლება ამერიკული, ნორვეგიული და ახლო აღმოსავლეთის ნავთობით. ამის შესახებ Reuters იუწყება. 

ერთ თვეში აშშ-ის ლუიზიანას შტატიდან უკვე მეორე ტანკერი გაემართა გერმანიის პორტ როსტოკში. Ise Princess-ის ტანკერი გერმანიაში  570 ათას ბარელ ნავთობს ჩაიტანს.

ევროკავშირი წლის ბოლომდე რუსეთიდან ნავთობის იმპორტის შემცირებას 90%-ით აპირებს. ნავთობის პირველი პარტია აშშ-დან გერმანიაში აგვისტოს დასაწყისში ჩაიტანეს და ის ნავთობგადასამუშავებელ ქარხანაში,  PCK Schwedt-ში ჩაიტანეს. გერმანიაში უკვე ემზადებიან, რომ საწვავზე ფასი გაიზრდება, ვინაიდან ამერიკული ნავთობი რუსულზე უფრო ძვირია.

მიმდინარე წლის ივნისში აშშ-მა რეკორდული რაოდენობის ნავთობის ექსპორტი განახორციელა, რომელმაც დღეში 3 მლნ ბარელი შეადგინა. აშშ-ის ენერგეტიკული ინფორმაციის ფედერალური სამმართველო ნავთობის მოპოვების და ექსპორტის კიდევ უფრო დიდ ზრდას პროგნოზირებს.

ცნობისთვის, ევროკავშირმა სანქციათა მეხუთე პაკეტში რუსული ნავთობის წინააღმდეგ  ნაწილობრივ ემბარგო გამოაცხადა. გემებით რუსული ნავთობის შეძენა აიკრძალა, მაგრამ დღემდე ევროპის ქვეყნები ნავთობსადენის „დრუჟბას“ მეშვეობით რუსეთიდან ნავთობს იღებენ. 

ასევე დაგაინტერესებთ:

👉  გამოკითხვა - როგორ შეაფასებდით კელი დეგნანის საქმიანობას საქართველოში?

👉 ჩეჩნეთის მოქალაქეები აღშფოთებულნი არიან, რომ კადიროვი მუსლიმებს ორი ქრისტიანი ხალხის - რუსებისა და უკრაინელების „უცხო“ ომში მონაწილეობის მისაღებად აგზავნის, ეს ღალატად აღიქმება - უკრაინის დაზვერვა

👉 რუსული არმია მოხალისეებს უკრაინის ომში მონაწილეობისთვის 4 000 დოლარს ჰპირდება - ISW

👉 შეერთებული შტატები „მსოფლიო სასურსათო პროგრამისთვის“ უკრაინულ ხორბალს შეისყიდის

👉 „რაც არ უნდა რთული იყოს, პუტინთან პირდაპირი კომუნიკაცია მნიშვნელოვანია, უნდა იცოდეს, რას ვითხოვთ მისგან“ - ოლაფ შოლცი

👉 მთავრობას რომ მოქალაქეები მოსალოდნელი ომის შესახებ გაეფრთხილებინა, ქვეყანაში მასობრივი ქაოსი დაიწყებოდა - ვოლოდიმირ ზელენსკი