მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გერმანიაში ექიმი  ადამიანებს მის მიერ შექმნილ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას უკეთებდა

ასუსტებს თუ არა ვაქცინა იმუნიტეტს

გერმანიის ქალაქ ლიუბეკის აეროპორტში ექიმი მსურველებს საკუთარ ვაქცინას უკეთებდა, - ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, ექიმმა ლიუბეკის აეროპორტში აქცია მოაწყო და ყველა მსურველს მის მიერ შექმნილი კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება შესთავაზა. ექიმის მიერ შექმნილი ვაქცინა სულ მცირე 50-მა ადამიანმა გაიკეთა. დარბაზში 150-მდე ადამიანი იმყოფებოდა ვისაც აცრა სურდა. 

გავრცელებული ინფორმაციით, აცრები საოფისე ოთახში ჩატარდა. თავდაპირველად, მან პრეპარატი საკუთარ თავზე გამოსცადა, შემდეგ მეგობრებს და ოჯახის წევრებს გაუკეთა. მოგვიანებით, მისი ვაქცინის გაკეთების სურვილი ათეულობით მოხალისემ გამოთქვა.

პროფესორი ამტკიცებს, რომ  მის მიერ შექმნილი ვაქცინა 97%-ითაა ეფექტური.