უცხოეთი

გერმანიაში მდინარე რაინის დონემ მნიშვნელოვნად დაიწია

გემი რაინზე
1659768968
დაკოპირებულია

ძლიერი სიცხის გამო გერმანიის უდიდესი მდინარის, რაიონის დონემ მნიშვნელოვნად იკლო. ზოგიერთ ადგილას მდინარის სიღრმე მხოლოდ 56 სმ-ს შეადგენს. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება. 

ამის გამო გაძვირდა რაინით ტვირთების გადაზიდვა. თუ აქამდე როტერდამიდან კარლსრუეში ერთი ტონა ტვირთის ჩატანა 20 ევრო ღირდა, ახლა მისი ფასი 94 ევრომდე გაიზარდა. რაინის დონის კლება გერმანიის მრეწველობას სერიოზულ პრობლემებს უქმნის.

საქმე ისაა, რომ წყლის დაბალი დონის გამო გემებს მხოლოდ მესამედი ტვირთის გადატანა შეუძლიათ. შესაბამისად, თუ ადრე გარკვეული ტვირთის გადასატანად ერთი გემი იყო საკმარისი, ახლა სამი გემი იქნება აუცილებელი.

მდინარით ტვირთების გადაზიდვა მას შემდეგ გაიზარდა, რაც რუსული გაზის მიღების შემცირების შემდეგ გერმანიამ საკუთარი ელექტროსადგურების ამოქმედება დაიწყო, რომელთა ნაწილი ქვანახშირზე მუშაობს. 

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔴  ნიუ-მექსიკოს შტატში, მანქანის მძღოლი აღლუმის მონაწილეებს შორის შეიჭრა - დაშავებულია 15 ადამიანი

🔴 სალომე ზურაბიშვილი სიმართლეს იძახის, ოღონდ ეს სიმართლე იქ მთავრდება, სადაც საქმე ივანიშვილს ეხება - ზურაბ ჯაფარიძე

🔴 ამირან გამყრელიძე თანამდებობას ტოვებს

🔴 „ვერ მართავენ საზოგადოებას და ამიტომ იგონებენ ხელოვნურ საფრთხეებს - პაატა ზაქარეიშვილი „ქართულ ოცნებაზე“